28 სექტემბერს მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
ქვეყნისთვის ეს მნიშვნელოვანი არჩევნებია, რადგან არსებობს ვარაუდი, რომ მოქმედი პრეზიდენტის, პროევროპელი მაია სანდუს “მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის” მანდატების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს. პროევროპელი ლიდერებისთვის ძალაუფლების შემცირებამ, შესაძლოა, შეცვალოს პოლიტიკური ლანდშაფტი ქვეყანაში.
პრორუსი ლექსანდრ სტოიანოგლუ, რომელიც 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში სანდუს მთავარი კონკურენტი იყო, ამჟამად სამი პარტიის კოალიციის ლიდერია. ის სანდუს “მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის” მთავარი კონკურენტი იქნება საპარლამენტო არჩევნებშიც.
მოლდოვის პარლამენტის სპიკერის, სანდუს თანაპარტიელ იგორ გროსუს შეფასებით, 28 სექტემბრის არჩევნები გადამწყვეტი იქნება ქვეყნის ისტორიაში.
“ჩვენ ან ყველაფერს ხელს ვკრავთ, ვანადგურებთ, რასაც მივაღწიეთ ევროპისკენ სვლის, მოდერნიზაციის გზაზე და ვბლოკავთ ევროკავშირში გაწევრიანების ნებისმიერ შანსს, ან წინ მივიწევთ განვითარებისა და მშვიდობის გზაზე”, – დაწერა გროსუმ სოციალურ ქსელში.
ამავე თემაზე: