ახალი ამბები

საქართველოდან ფრენებს ბრიტანული ბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet იწყებს

18 სექტემბერი, 2024 •
საქართველოდან ფრენებს ბრიტანული ბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet იწყებს

ბრიტანული ბიუჯეტური ავიაკომპანია easyjet საქართველოდან ფრენებს იწყებს.

ავიაკომპანიამ თბილისის შესახებ ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც მომხმარებლებს მიმართავს, რომ თბილისის გასაცნობად მოემზადონ.

ავიაკომპანიის ვებგვერდის მიხედვით, easyJet თბილისიდან ფრენებს 2025 წლის მარტის ბოლოდან დაიწყებს და 3 მიმართულებით იფრენს: ლონდონის, ჟენევის და მილანის. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.

პირველი ავიარეისი თბილისიდან ჟენევის მიმართულებით 31 მარტს შესრულდება და ბილეთის ფასი 37  ფუნტ-სტერლინგიდან დაიწყება.

2025 წლის 30 მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი British Airways შემოდის. ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება.

ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.ba.com უკვე შესაძლებელია. ‘’British Airways” 50 წლის წინ დაფუძნებული ბრენდია, თუმცა ავიაკომპანიას 100 წელზე მეტი ოპერირების ისტორია აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი