ახალი ამბები

ზურაბიშვილი: ეროვნულ გმირისთვის “უაზროდ განწირულის” წოდება, კანონის წინაშე დანაშაული არაა?

12 აპრილი, 2025 •
ზურაბიშვილი: ეროვნულ გმირისთვის “უაზროდ განწირულის” წოდება, კანონის წინაშე დანაშაული არაა?

სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა გუშინ თეა წულუკიანის მიერ გიორგი ანწუხელიძის ხსენებას.

გუშინ საპარლამენტო კომისიაზე თეა წულუკიანმა ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს “სხვისი პიარისთვის უაზროდ განწირული” უწოდა.

“ეროვნულ გმირზე რომ აცხადებ საჯაროდ “უაზროდ განწირული”, კანონის და კონსტიტუციის წინაშე ეს დანაშაული არაა? და ქვეყნის ღალატის ტოლფასი?
არაფერი რომ ვთქვათ მორალზე, სინდისზე, პატრიოტიზმზე ან ელემენტარულად ადამიანურ გაფრთხილებასა თუ მორიდებაზე რაც გვმართებს ყველას ანწუხელიძეს შვილების მიმართ”, – ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი გუშინ თეა წულუკიანის მიერ გიორგი ანწუხელიძის ხსენებას.

“ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა 2008 აგვისტოს ომზე საუბრისას, 5 წუთის შუალედში საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე ორჯერ ახსენა:

თავდაპირველად ის ამტკიცებდა, რომ გიორგი ანწუხელიძის ღირსება “ქართულმა ოცნებამ” დაიცვა სტრასბურგის სასამართლოში მაშინ, როცა დღეს მის სახელს “ლაჩრები და უპასუხისმგებლოები მავნებლები” არიან ამოფარებულები.

რამდენიმე წუთში კი მას “ვიღაცის პიარისთვის უაზროდ გაწირული” უწოდა.

“რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში?! მე მაქვს, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, დავსვა ეს კითხვა. ვინ ამიკრძალავს ამ კითხვის დასმას?! ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის. ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობთ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს “ვიღაცის პიარისთვის უაზროდ გაწირულს” უწოდებს

მასალების გადაბეჭდვის წესი