ახალი ამბები

“არ აარიდოთ თვალი მშობლებს, რომლებიც დასტირიან შვილების ცხედრებს …” – უისონი კრივოი როგის დაბომბვას ეხმაურება

5 აპრილი, 2025 •
“არ აარიდოთ თვალი მშობლებს, რომლებიც დასტირიან შვილების ცხედრებს …” – უისონი კრივოი როგის დაბომბვას ეხმაურება

რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის კრიმინალს უწოდებს. ის ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის დამარცხებით სარგებელს მთელი მსოფლიო მიიღებს.

ასე გამოეხმაურა უილსონი უკრაინის ქალაქ კრივოი როგის დაბომბვას.

“რუსეთმა მიზანმიმართული სარაკეტო დარტყმა განახორციელა კრივოი როგის საცხოვრებელ უბანზე. 9 ბავშვია მოკლული ამდენივე ზრდასრულთან ერთად. თვალი არ აარიდოთ მშობლებს, რომ დასტირიან თავიანთი შვილების ცხედრებს, სასწრაფო დახმარების მუშაკებს, რომლებიც სასოწარკვეთილები ცდილობენ გადაარჩინონ მათი სიცოცხლე. 60-ზე მეტი ადამიანია დაშავებული. ომის კრიმინალი პუტინი არის შავი ლაქა კაცობრიობისთვის და უნდა დამარცხდეს უკრაინაში. ეს მთელი მსოფლიო სასარგებლო იქნება”, – წერს ჯო უილსონი.

გუშინ, 4 აპრილს კრივოი როგი რუსული ბალისტიკური რაკეტების სამიზნე გახდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 18 ადამიანი. მათ შორის, 9 ბავშვია.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი