ახალი ამბები

მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა – ერთ კვირაში უკვე მეორედ

11 მარტი, 2025 •
მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა – ერთ კვირაში უკვე მეორედ

მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამჯერად შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

უწყების ცნობით, მანქანაში მხოლოდ ერთი ადამიანი იჯდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

იმავე ადგილას მდინარეში მანქანა გადავარდა ერთი კვირის წინაც – 4 მარტს მანქანაში მაშინაც ერთი ადამიანი იჯდა, მაგრამ მისი გადარჩენა მაშველებმა ვერ მოახერხეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი