ახალი ამბები

მეტეხის ხიდიდან მანქანა გადავარდა, დეტალები ამ დრომდე უცნობია

4 მარტი, 2025 •
მეტეხის ხიდიდან მანქანა გადავარდა, დეტალები ამ დრომდე უცნობია

დღეს, 4 მარტს, ნაშუადღევს მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა.

შემთხვევის გამო მობილიზებულია პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები. უწყებაში ამბობენ, რომ სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს და დეტალები გარკვეული ჯერ კიდევ არ არის. უცნობია, რამდენი ადამიანი იჯდა მანქანაში და არის თუ არა მსხვერპლი.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გავრცელდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი