ახალი ამბები

გასულ წელს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა — საქსტატის წინასწარი შეფასება

31 იანვარი, 2025 •
გასულ წელს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა — საქსტატის წინასწარი შეფასება

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.7% შეადგინა, ხოლო 2024 წლის საშუალო რეალური ზრდა 9.5%-ით განისაზღვრა.

2024 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში.

2024 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება. წყარო: საქსტატი

მასალების გადაბეჭდვის წესი