ახალი ამბები

საქსტატის წინასწარი შეფასებით, ივლისში ეკონომიკა 13%-ით გაიზარდა

30 აგვისტო, 2024 •
საქსტატის წინასწარი შეფასებით, ივლისში ეკონომიკა 13%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 13.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.7 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატში აცხადებენ, რომ 2024 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:

  • მშენებლობა,
  • დამამუშავებელი მრეწველობა,
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია,
  • პროფესიული,
  • სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ვაჭრობა.

კლების ტენდენცია კი დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი