ახალი ამბები

საქსტატის წინასწარი შეფასებით, აპრილში ეკონომიკა 11.8%-ით გაიზარდა

31 მაისი, 2024 •
საქსტატის წინასწარი შეფასებით, აპრილში ეკონომიკა 11.8%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 11.8 პროცენტით გაიზარდა.

საქსტატის განცხადებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის საშუალო მაჩვენებლი 2024 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით 9 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის განცხადებით, 2024 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:

  • დამამუშავებელი მრეწველობა,
  • მშენებლობა,
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია,
  • ტრანსპორტი და დასაწყობება,
  • ვაჭრობა,
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები.

კლების ტენდენცია კი დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი