ახალი ამბები

“საეჭვო დაზიანება” – როგორ ხსნის მაგთიკომი მობილურ და ინტერნეტ სერვისებზე შეფერხებას

28 იანვარი, 2025 •
“საეჭვო დაზიანება” – როგორ ხსნის მაგთიკომი მობილურ და ინტერნეტ სერვისებზე შეფერხებას

“მაგთიკომი” განმარტავს მიზეზებს, თუ რატომ იყო შეფერხება გუშინ, 27 იანვარს, მობილურ და ინტერნეტ სერვისებზე.

კომპანიის ინფორმაციით, დაზიანდა ინფრასტრუქტურა თურქეთის ტერიტორიაზე, საიდანაც შემოდის ინტერნეტი საქართველოში. რაც შეეხება სარეზერვო არხებს, “მაგთიკომში” ამბობენ, რომ “საეჭვო დაზიანება” იყო საქართველოშიც. კონკრეტულად, აჭარაში.

“გაცნობებთ, რომ მაგთიკომის ინტერნეტ შეერთება საქართველოში გადაზღვეული არხებით შემოდის ევროპიდან. 27 იანვარს დაზიანება დაფიქსირდა თურქეთის ტერიტორიაზე, სადაც დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო ვერ ხერხდება პარტნიორი კომპანიის ტექნიკური ჯგუფების დაზიანების წერტილამდე მისვლა.

რაც შეეხება სარეზერვო მაგისტრალური არხის დაზიანებას, 27 იანვრის 21:21-ზე საქართველოს მხარეს, აჭარის ტერიტორიაზე, დაფიქსირდა სამ წერტილში საეჭვო დაზიანება”, – განმარტავენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში მომხდარი “საეჭვო დაზიანების” შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდეს სამართალდამცავებს. როგორც კომპანიაში ამბობენ, სამივე დაზიანება უკვე აღმოფხვრილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი