ახალი ამბები

„მაგთიკომის“ სასერვერო ინფრასტრუქტურაზე შეტევა განხორციელდა – შსს

10 ივლისი, 2021 • 1071
„მაგთიკომის“ სასერვერო ინფრასტრუქტურაზე შეტევა განხორციელდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შპს „მაგთიკომის“ კუთვნილ სასერვერო ინფრასტრუქტურაზე “შეტევის ფაქტებზე” გამოძიება მიმდინარეობს.

“გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს “მაგთიკომის” კუთვნილ სასერვერო ინფრასტრუქტურაზე მოხდა შეტევა. აღნიშნული შეტევით პრობლემები შეექმნა სერვიცენტრების, ფიქსირებულ და მობილურ ინტერნეტებს გამართულად ფუნქციონირებას”, – ნათქვამია 10 ივლისის განცხადებაში.

უწყების თანახმად, გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286 -ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი