ახალი ამბები

სოზარ სუბარის ძმის სასამართლო პროცესი დაიწყო

28 ოქტომბერი, 2010 • • 1139
სოზარ სუბარის ძმის სასამართლო პროცესი დაიწყო

სოზარ სუბარის ძმის, ვახტანგ სუბელიანის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაახლოებით ერთი საათის დაგვიანებით დაწყო. პროცესი 6 საათზე იყო დანიშნული.

სასამართლო პროცესს იქვე შეკრებილი ხალხის ნაწილი ესწრება. თავად სოზარ სუბარი  საქალაქო სასამართლოში არ გამოჩენილა.  

სასამართლო პროცესზე ვახტანგ სუბელიანის გარდა, კიდევ 12 პირის მიმართ  აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებენ.

ვახტანგ სუბელიანს 28 ოქტომბერს, ღამის პირველ საათზე, ყალბი ანგარიშ–ფაქტურების დამზადების მუხლით წაუყენეს ბრალდება.

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი