ახალი ამბები

ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი თბილისს დღეს ეწვია

28 ოქტომბერი, 2010 • • 1015
ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი თბილისს დღეს ეწვია

ოფიციალური ვიზიტით ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი ადმირალი ჯამპაოლო დი პაოლა თბილისში უკვე ჩამოვიდა.

პირველი ოფიციალური შეხვედრა ჯამპაოლო დი პაოლამ ევროატლანტიკური ინტრეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან ელენე ხოშტარიასთან უკვე გამართა.

ასევე, შეხვედრები აქვს დაგეგმილი უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსთან დევი ჭანკოტაძესთან.

ამის შემდეგ, 15.00 საათზე, ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაიას შეხვდება. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ უპასუხებს ის ჟურნალისტების კითხვებს.

ოფიციალურ შეხვედრებს ადმირალი პაოლა დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან ვიზიტით დაასრულებს.

ხვალ დილით კი ჯამპაოლო დი პაოლა ეროვნულ სასწავლო ცენტ ,,კრწანისს’’ ესტუმრება.

თბილისში ვიზიტის ბოლოს კი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს მოინახულებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი