ახალი ამბები

2 მოთხოვნა ივანიშვილს – ოპოზიციური პარტიების განცხადება

5 დეკემბერი, 2024 •
2 მოთხოვნა ივანიშვილს – ოპოზიციური პარტიების განცხადება

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნებში, ცესკოს შედეგების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი გადალახეს, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ისინი მიმართავენ პირადად ბიძინა ივანიშვილს – “ქართული ოცნების” დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს – და უყენებენ მოთხოვნებს, რომელთა შესრულება, მათი განცხადებით, აუცილებელია ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად:

  • დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს აქციების დროს დაკავებული ყველა უკანონო, პოლიტიკური პატიმარი და მათ მიმართ შეწყდეს ყველა საქმე;
  • დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ახალი, დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაცია და ჩატარდება სამართალდამცავი უწყებების პოლიტიკური ნეიტრალობის პირობებში!
“საქართველოს, ჩვენი თავისუფლების გამარჯვება გარდაუვალია!”, – წერია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთობლივ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი