ახალი ამბები

მწერალთა სახლში ქეთევან დუმბაძის შვილი ტორესა მოსის ფიზიკურად გაუსწორდა

4 დეკემბერი, 2024 •
მწერალთა სახლში ქეთევან დუმბაძის შვილი ტორესა მოსის ფიზიკურად გაუსწორდა

მწერალთა სახლის დირექტორის, ქეთევან დუმბაძის შვილი, ნოდარ მაჭარაშვილი ფიზიკურად გაუსწორდა მწერალ ტორესა მოსის.

შემთხვევა დღეს, 4 დეკემბერს, მწერალთა სახლში იმ დროს მოხდა, როცა იქ მწერლები იყვნენ მისული და მოითხოვდნენ, რომ მწერალთა სახლმა შეასრულოს თავისი ინსტიტუციური ვალდებულება, დაუყოვნებლივ გამოხატოს პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნოს შემდეგი განცხადება.

ანალოგიური მოთხოვნით მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები მწერალთა სახლში გუშინ, 3 დეკემბერსაც იყვნენ. ისინი მწერალთა სახლის დირექტორ ქეთევან დუმბაძესთან ითხოვდნენ შეხვედრას, თუმცა, უშედეგოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი