ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ აქციაზე მძიმედ დაშავებული 22 წლის მომიტინგის გამოჯანმრთელებისთვის ყველაფერს გააკეთებს, მათ შორის უზრუნველყოფს უცხოეთში გადაყვანას.
„მინდა, დავამშვიდო ყველა, უპირველეს ყოვლისა პაციენტის გულშემატკივრები და ახლობლები, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს აქციაზე დაშავებული ბიჭის სამკურნალოდ. თუ უცხოეთში გადაყვანის საჭიროება იქნება, სახელმწიფო აღნიშნულზე სრულად აიღებს პასუხისმგებლობას“, — ამბობს იგი.