ახალი ამბები

დარბევა დაიწყო – სპეცრაზმელები მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებიან

29 ნოემბერი, 2024 •
დარბევა დაიწყო – სპეცრაზმელები მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევა დაიწყეს. უკვე გაისმა გამაფრთხილებელი სიგნალი, რომელიც მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებს.

ამ წუთებში დაძაბულობა ჭიჭინაძის ქუჩაზეა. უკვე გამოუშვეს წყლის ჭავლი, არაეთხეულ გაუშვეს წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი.

დააკავეს არაერთი მოქალაქე. დაკავების დროს სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებიან.

დღეს, 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ.

კობახიძის ბრიფინგის შემდეგ მოქალაქეები ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში გამოვიდნენ. მოქალაქეები თავდაპირელად თვითდინებით შეიკრიბნენ “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან, შემდეგ კი გადმოინაცვლე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

აქციები გაიმართა სხვა ქალაქებშიც – ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, გორში.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი