ახალი ამბები

„თქვენო უწმინდესობავ, გთხოვთ, წინ აღუდგეთ სახელმწიფოებრიობის გაუქმებას“ – მთავარეპისკოპოსი ზენონი

29 ნოემბერი, 2024 •
„თქვენო უწმინდესობავ, გთხოვთ, წინ აღუდგეთ სახელმწიფოებრიობის გაუქმებას“ – მთავარეპისკოპოსი ზენონი

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული პატრიარქს, ილია II-ს მიმართავს და მოუწოდებს, წინ აღუდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმებას და მხარი დაუჭიროს პრეზიდენტ ზურაბიშვილს.

„თქვენო უწმიდესობავ, მოგმართავთ:
გთხოვთ, წინ აღუდგეთ ქართველი ერის დაპატიმრების, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმების, კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობას.
გამოუცხადეთ მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, ლეგიტიმურ პრეზიდენტს.
გამოუცხადეთ მხარდაჭერა ქართველ ხალხს.
წინ აღუდექით სამშობლოს საუკუნის ღალატს“, – წერს იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი