პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა.
„დღეს საზოგადოებას ყველაფერი ვუთხარი. ყველას მოვუწოდე. მე აქ ვარ. ამ ხალხთან ერთად. ვიქნები, სადაც შევძლებ, ყოველთვის. იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება, სანამ არ მივიღებთ ახალ არჩევნებს. ეს არის მიზანი, შიგნით და გარეთ. ვმუშაობ, რომ ამაში გვქონდეს სრული მხარდაჭერა. არ უნდა დავნებდეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.