პრეზიდენტის ბრიფინგის შემდეგ, ოპოზიცია განაგრძობს ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე პროტესტს. ოპოზიციონერები ასევე იზიარებენ პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეთავაზებულ გეგმას.
ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
მას არ უთქვამს, პროტესტი ამ ტერიტორიაზე რამდენი ხნით გაგრძელდება.
აქცია თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ გუშინ, 17 ნოემბერს დაიწყო.