ახალი ამბები

პრეზიდენტმა დღეს 11 მსჯავრდებული შეიწყალა

11 ნოემბერი, 2024 •
პრეზიდენტმა დღეს 11 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 11 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალებულთაგან 3 მსჯავრდებულ პირს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის ვადა შეუმცირდა.

შეწყალების აქტი, ასევე, შეეხო 8 პირობით მსჯავრდებულ პირს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი