ახალი ამბები

ვის გადეცემა 10 000 ლარი მემორიალისთვის?

22 ოქტომბერი, 2010 • • 1347
ვის გადეცემა 10 000 ლარი მემორიალისთვის?

სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის პროექტების გამოფენა მიმდინარეობს.

გამარჯვებული პროექტის ანალოგი ქ. გორში სტალინის ძეგლის ადგილას დაიდგმება.

პროექტის ავტორს კი ერთჯერადი ჯილდო –10 000 ლარი გადაეცემა.

კონკურსში მონაწილეობას 41 ავტორი იღებს, გამარჯვებულს კი 1 ნოემბერს სპეციალური კომისია გამოავლენს.

მემორიალი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ადამიანების, მათ შორის, ჰოლანდიელი ჟურნალისტის, სტენ სტორიმანის ხსოვნას მიეძღვნება.

კონკურსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქ.გორის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.

მემორიალის პროექტები სამხატვრო აკადემიაში 25 ოქტომბრის ჩათვლით იქნება გამოფენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი