ახალი ამბები

,,ტრიუმფელის’’ არაორდინალური წიგნები თბილისში

22 ოქტომბერი, 2010 • • 1444
,,ტრიუმფელის’’ არაორდინალური წიგნები თბილისში

ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გერმანული ხელნაკეთი წიგნების გამოფენა გაიხსნება.

მუზეუმში გამოიფინება მიუნსტერის უმაღლესი სასწავლებლის დიზაინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულების სამუშაო ჯგუფის –,,ტრიუმფელის’’ ნამუშევრები.

,,ტრიუმფელი’’ პროფესორ მიხაელ შტამმის მიერ დაარსდა. ამ ჯგუფის წევრები არაორდინალური, ექსპერიმენტული წიგნების შექმნას ემსახურებიან, რომლებიც ავტორების ფანტაზიას გამოხატავენ.

არაორდინალური წიგნები წარმოდგენილი იყო სხვადსხვა წიგნის ბაზრობებზე, ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენებზე. ზოგიერთი მათგანი უკვე გამოიცა.

გერმანული ხელნაკეთი წიგნების ნახვა დამთვალიერებელს ლიტერატურის მუზეუმში 4 ნოემბრამდე შეეძლება. გამოფენა დღეს 18.00 საათზე გაიხსნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი