ევროპარლამენტარის, რიხარდ კოლსის განცხადებით, საქართველოს მიერ მიღებული რუსული კანონი აგენტების შესახებ დამანგრეველია.
„რასაც ვუყურებთ საქართველოში, ამას სულ ცოტა უკლია დემოკრატიის განზრახ დემონტაჟს. ე.წ. გამჭვირვალობის კანონის მიღება დამანგრეველია და სიგნალს უგზავნის არა მარტო ქართველებს, არამედ საერთაშორისო საზოგადოებასაც“, – თქვა მან.
მისივე თქმით, მთავრობა რისკის ქვეშ აყენებს ხალხის ევროინტეგრაციის სურვილს.
„ნება მიბოძეთ, ნათლად განვაცხადო: რამდენსაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება ყალბი ნარატივების გავრცელებას, ვერ მოახერხებს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ჩახშობას. საქართველოში დემოკრატიამ უნდა გაიმარჯვოს. ასეც მოხდება“, – ამბობს იგი.
კიდევ რა თქვეს 8 ოქტომბრის დებატებზე:
- თუ „ოცნება“ ლუკაშენკოს გზით გააგრძელებს სვლას, ვიზალიბერალიზაცია გადაიხედება – იუკნევიჩიანე
- საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია – ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი
- „საქართველოს ხელისუფლება ევროპული მისწრაფებების წინააღმდეგ მოქმედებს“ – სვენ მიქსერი
- სანამ რუსული კანონი არ გაუქმდება, არ იქნება პროგრესი ევროკავშირთან ურთიერთობაში – ურმას პაეტი