ახალი ამბები

იტალია 10 000 სამუშაო ვიზას გასცემს მომვლელებისთვის

3 ოქტომბერი, 2024 •
იტალია 10 000 სამუშაო ვიზას გასცემს მომვლელებისთვის

მომავალი წლიდან იტალია დამატებით 10 000 სამუშაო ვიზას გასცემს ადამიანებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ხანდაზმული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მოსავლელად ჩადიან.

ამის შესახებ მთავრობის წარმომადგენლებისგან გაკეთდა განცხადება ოთხშაბათს და ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

იტალიაში მოსახლეობის ხანდაზმული ნაწილის რიცხვი იმატებს, ახალშობილთა მაჩვენებელი კი ქვემოთ იწევს. უკვე მრავალი წელია, რაც იტალია მზრუნველად მომუშავე პირთა ნაკლებობას განიცდის.

გაცხადებულია, რომ 2023-2025 წლების პერიოდისთვის 452 000 სამუშო ვიზის გაცემაა დაგეგმილი, რაც 150%-ით აღემატება წინა სამი წლის პერიოდში გათვალისწინებულ რაოდენობას. ხანდაზმულებსა და შშმ პირებზე მზრუნველების კვოტა სწორედ ამ რიცხვს დაემატება.

ამავე დროს, მკაცრდება შემოწმებები განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან შემოსულ აპლიკაციებთან მიმართებით, საიდანაც ითვლება, რომ უფრო მაღალი რისკია თაღლითების შემოდინებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი