ახალი ამბები

„აი, ღირსების მაგალითი! მადლობა“ – პრეზიდენტი უკრაინის საგარეოს განცხადებაზე

26 სექტემბერი, 2024 •
„აი, ღირსების მაგალითი! მადლობა“ – პრეზიდენტი უკრაინის საგარეოს განცხადებაზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება უკრაინის საგარეო უწყების განცხადებას „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო რეკლამაზე.

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს, 26 სექტემბერს, წინასაარჩევნო რეკლამაში „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად დანგრეული ინფრასტრუქტურის ფოტოები გამოიყენა. კიევში ამბობენ, რომ ამას დაუშვებლად მიიჩნევენ და აღნიშნავენ, რომ „ქართველ ხალხს შეუძლია არ ეშინოდეს ახალი ომის, სანამ უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუსულ აგრესიას. ამ წინააღმდეგობის საშინელი ფასი საქართველოში მშვიდობის ფასიც არის“.

პრეზიდენტმა უკრაინის საგარეოს განცხადება გააზიარა და აღნიშნა: „აი, ღირსების მაგალითი! მადლობა უკრაინას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი