ახალი ამბები

“ლიტერას” ფინალისტები გამოვლინდა

24 სექტემბერი, 2024 •
“ლიტერას” ფინალისტები გამოვლინდა

ლიტერატურული პრემია “ლიტერას” ფინალისტები გამოვლინდა. გასული წლის საუკეთესო ავტორები ექვს სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდებიან:

წლის საუკეთესო დებიუტი

  • ჯუდი ლი – “ერთჯერადობის ეპოქა” (კალმოსანი);
  • ლია ტოკლიკაშვილი – “ნიუტონის დღიური” (სულაკაურის გამომცემლობა);
  • ნატალი დარასელია – “სააღდგომო მოკვდინება” (კალმოსანი);
  • დალილა გოგია – “მამა” (SABA.COM.GE

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

  • ბესიკ ხარანაული – “ეს საქართველოა” (ინტელექტი);
  • გიორგი კეკელიძე – “ახალი სიმღერები” (ინტელექტი);
  • ნანა აკობიძე – “ვალაუვალი” (ინტელექტი);
  • ნათია ნაცვლიშვილი – “ანატომიები” (ინტელექტი);
  • მედეა ზაალიშვილი – “სიმშვიდე დაფნის ხეებში” (ინტელექტი);
  • გურამ ჯახუტაშვილი – “ცოტაც და ბევრი ვიქნები შენთვის” (უნივერსალი).

წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა

  • მალხაზ ხარბედია – “შეთხზული მე” (პალიტრა L);
  • დალილა ციტავა – “გასტრონომიული სიზმრები” (ინტელექტი);
  • ლაშა ბუღაძე – “საქართველო იოსებ სტალინის წინააღმდეგ (სოვლაბი);
  • ქეთო ნინიძე – “აპოკრიფული სადღეგრძელოები” (მარტვილი);
  • დიანა ანფიმიადი – “აუტიზმი სახლსა და სკოლაში” (არტანუჯი);
  • გია ხუხაშვილი – “კულისებს მიღმა – რა ღირს საქართველო?” (პალიტრა L);
  • არჩილ ქიქოძე – “ინდოეთის დღიური” (სულაკაურის გამომცემლობა);
  • ზაზა ბურჭულაძე – “ჩემი სიმღერა” (სულაკაურის გამომცემლობა).

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

  • ცოტნე ავსაჯანიშვილი – “ერთი ტანკიც სავკასთვის” (ინტელექტი);
  • ეკა ქევანიშვილი – “ჰოლივუდი ვაგონის კედელზე” (ინტელექტი);
  • ზაალ სამადაშვილი – “რასა ყველა ვერ ხედავს” (ინტელექტი);
  • ნინო ლომაძე – “ჰალიოტის ირისი” (ინდიგო).

წლის საუკეთესო რომანი

  • ლაშა ბუღაძე – “საქართველოს სახელით” (სულაკაურის გამომცემლობა);
  • ბესო სოლომონაშვილი – “ლუმპენ მილენიუმი” (სულაკაურის გამომცემლობა);
  • თეა თოფურია – “იაკობის ჭასთან” (ინტელექტი);
  • დავით ქაშიაშვილი – ‘რაღა დროს ტექნოა” (ინტელექტი);
  • მაკა ჯოხაძე – “ისკარიოტელის ეკლები” (ინტელექტი);
  • ირაკლი სამსონაძე – “ნუციკოდან ნუციკომდე” (ინტელექტი)
  • დავით ქართველიშვილი – “მეგაპოლისი და ფიზიკური პირები” (პალიტრა L)

პენცენტრის სპეციალური პრიზი გაიცემა დაჯილდოების დღეს.

“ლიტერას” დაჯილდოების ცერემონია 11 ოქტომბერს, 18:00 საათზე გაიმართება. პრემიის მხარდამჭერები არიან “სამოქალაქო საზოგადოების ფონდი” და ამერიკის პენცენტრი – Pen America.

ლიტერატურული პრემია “ლიტერა” 2015 წელს, მწერალთა სახლმა და მაშინდელმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დააარსა. 2021 წელს კულტურის სამინისტრომ “ლიტერას” ჟიურიში საკუთარი წარმომადგენელი, იოსებ ჭუმბურიძე დაამატა. მწერალთა ნაწილმა ეს შეაფასეს “ლიტერას” დამოუკიდებლობაში ჩარევისა და ცენზურის მცდელობად და კონკურსიდან საკუთარი ნამუშევრები მოხსნეს. მათ პროტესტს შეუერთდა ჟიურის ყველა წევრი, გარდა თავად იოსებ ჭუმბურიძისა. იმ წელს “ლიტერა” ჩაიშალა.

2022 წელს ჩატარდა “თავისუფალი ლიტერა”.ეს იყო ერთჯერადად შექმნილი კონკურსი, “ლიტერას” ერთგვარი ალტერნატივა, რომელმაც 70-ზე მეტი მწერალი გააერთიანა. 2024 წელს “ლიტერა” ძველი ფორმატით საქართველოს პენცენტრმა აღადგინა.

კულტურის სამინისტრომ “ლიტერას” საპირწონედ პრემია “მუზა” შექმნა. უწყებამ ახლად შექმნილი პრემიისთვის უფრო მეტი ბიუჯეტი გამოყო, ვიდრე “ლიტერას” ჰქონდა, გაზარდა მისი მასშტაბები და ნომინაციებს რაოდენობაც.ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი