ახალი ამბები

“თავისუფალი ლიტერას” გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

6 თებერვალი, 2022 •
“თავისუფალი ლიტერას” გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

პრემია „თავისუფალი ლიტერას“ გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია. დაჯილდოების ცერემონია 5 თებერვალს ჩატარდა. სია ასე გამოიყურება:

 წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

  • ალეკო შუღლაძე – „ლაბირინთი მანუელისთვის “, გამომცემლობა „პალიტრა L“
  • რუსუდან რუხაძე – „სიყვარულის წონა“, გამომცემლობა „ინტელექტი“

 წლის საუკეთესო რომანი:

  • შოთა იათაშვილი – „დამწყები“, გამომცემლობა „პალიტრა L“
  • ბექა ქურხული – „თვალდაკარგული ყივჩაღის ჩანაწერები ანუ დეშთი-ყიფჩაღი“, გამომცემლობა „ინტელექტი“

წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

  • ბათუ დანელია – „თოვლის ტენორი“, გამომცემლობა „პეგასი“

წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა:

  • როსტომ ჩხეიძე – „მუხა უდაბნოში“, ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება

წლის საუკეთესო დებიუტი:

  • ნანა აბულაძე – „აკუმი“, გამომცემლობა „ინტელექტი

წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი:

  • ნატალია ავალიანი – შოთა იათაშვილი „დამწყები“, გამომცემლობა „პალიტრა L“

ილიაუნის სპეციალური პრემია სამოქალაქო თემების ასახვისთვის ლიტერატურაში ეკა ქევანიშვილს გადაეცა.


„ლიტერას“ ჩაშლის შემდეგ „თავისუფალი ლიტერა“  მწერალთა მხარდასაჭერად  ერთჯერადად შექმნილი ალტერნატიული კონკურსია, რომელიც 70-ზე მეტ მწერალს აერთიანებს.

“ლიტერა“ კულტურის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დააარსა. მას შემდეგ პრემიას სხვადასხვა ნომინაციაში ყოველ წელს გასცემენ, თუმცა კონკურსი 2021 წელს, მწერლებისა და გამომცემლობების ნაწილის პროტესტის შემდეგ ჩაიშალა.

„თავისუფალი ლიტერას“ შექმნის მიზანი კი  „ლიტერას“ ფორმატის გამეორება და კულტურის სამინისტროსგან „მიმდინარე ცენზურის მცდელობით დაზარალებული სამწერლო პროცესის გაძლიერებაა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი