ახალი ამბები

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ კურსკში რუსეთის კონტრიერიში შეაჩერა

18 სექტემბერი, 2024 •
უკრაინული მხარე აცხადებს, რომ კურსკში რუსეთის კონტრიერიში შეაჩერა

რუსეთმა კურსკის ოლქში, უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიის დასაბრუნებლად კონტრიერიში წამოიწყო, თუმცა უკრაინელებმა ის შეაჩერეს.

„უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ კურსკში უკრაინის სამხედრო კომენდანტურის წარმომადგენელმა, ოლექსი დმიტრაშკოვსკიმ განაცხადა.

„ისინი [რუსული ძალები] ცდილობდნენ ფლანგებიდან შეტევას, მაგრამ შეაჩერეს. სიტუაცია სტაბილიზირებულია, ყველაფერი დღეს კონტროლის ქვეშაა, მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს“, – ამბობს იგი, თუმცა აღნიშნავს, რომ რუსულმა ძალებმა ერთ დასახლებულ პუნქტში შესვლა მაინც მოახერხეს.

აქამდე, 13 სექტემბერს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსულმა ძალებმა კურსკში კონტრიერიში წამოიწყეს, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს.

უკრაინა რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ნაწილს უკვე ერთ თვეზე მეტია აკონტროლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი