ახალი ამბები

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი მიიღო

15 ოქტომბერი, 2010 • • 1154
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი მიიღო

საქართველოს პარლამნტმა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი მესამე მოსმენით, 112 ხმით ხუთის წინააღმდეგ, მიიღო.

პარლამენტმა ვენეციის კომისიის რეკომედაცია გაითვალისწინა და მესამე მოსმენა კომისიის პლენარული სესიის დღეს გამართა. თუმცა რეკომენდაციის საბოლოო ვერსია კომისიის ვებგვერდზე ჯერ არ გამოქვეყნებულა.

შემაჯამებელი დასკვნის მონახაზი (დრაფტში) კი კომისიამ 8 ოქტომბერს გამოაქვეყნა. დასკვნაში წერია, რომ კომისია საკონსტიტუციო ცვლილებებს წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს, თუმცა რამდენიმე შენიშვნას კომისია ისევ გამოთქვამს. მათ შორის, საკუთრების უფლებასთან, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან, უნდობლობის გამოცხადებასთან და ინდივიდუალური მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხის დასმასთან დაკავშირებით.

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს კენჭისყრაზე ხმა არ მისცეს დეპუტატებმა – გიორგი ცაგარეიშვილმა, კარლო კოპალიანმა, ჯონდი ბაღათურიამ, დიმიტრი ლორთქიფანიძემ და თამაზ დიასამიძემ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი