ახალი ამბები

რუსეთში ბომბდამშენი „ტუ-22მ3“ ჩამოვარდა

15 აგვისტო, 2024 •
რუსეთში ბომბდამშენი „ტუ-22მ3“ ჩამოვარდა

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, ჰიპერბგერითი ბომბდამშენი „ტუ-22მ3“ ჩამოვარდა, იტყობინება „მედუზა“.

მომხდარი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა. უწყების განცხადებით, კატასტროფის წინასწარი მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა.

ტელეგრამ-არხების ცნობით, თვითმფრინავი ფედერალური ავტომაგისტრალის, „რ-225“-ისგან 100 მეტრის მოშორებით ჩამოვარდა.

„მედუზა“ აღნიშნავს, რომ ბომბდამშენი გეგმურ ფრენას ასრულებდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ თვითმფრინავს ჰაერში გაუჩნდა ცეცხლი. პილოტებმა კატაპულტირება მოასწრეს და მათ სიცოცხლეს არაფერი ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი