ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილთან” დაკავშირებით გლობალური საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. ეს არის უმაღლესი გაფრთხილება, რომელსაც ჯანმო გასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ჯანმოს გენერალური დირექტორის ტედროს გებრეისუსის თქმით, მსოფლიოს 75 ქვეყანაში “მაიმუნის ყვავილის” 16 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის კი 5 პაციენტი გარდაიცვალა.
ამჟამად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ორი საგანგებო მდგომარეობა ორ ვირუსზე, კორონავირუსზე და პოლიომელიტზე აქვს გამოცხადებული.
გებრეისუსის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ვაქცინების დაჩქარებულად შექმნას და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებას.
“ეს არის ეპიდემია, რომლის შეჩერებაც შესაძლებელია შესაბამის ჯგუფებში სწორი სტრატეგიების შემუშავებით”, – განაცხადა მან.
“მაიმუნის ყვავილსა” და მის სიმპტომებზე ვრცლად ნახეთ:
„მაიმუნის ყვავილის“ სიმპტომები იმაზე მსუბუქია, ვიდრე ეს ფოტოებით ვიცოდით — კვლევა