ახალი ამბები

კურსკის ოლქის სოფელ გლუშკოვოში სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა

14 აგვისტო, 2024 •
კურსკის ოლქის სოფელ გლუშკოვოში სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა

კურსკის ოლქში შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა სოფელ გლუშკოვოს მცხოვრებლებისთვის სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა.

„მედუზას“ ცნობით, ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, რომ ევაკუაციის კოორდინაციას განახორციელებენ ძალოვნები, ადგილობრივი ადმინისტრაცია და კურსკის ცენტრ „პატრიოტის“ წარმომადგენლები.

გლუშკოვო ამავე სახელის რაიონის ცენტრია. რაიონი უკრაინას ესაზღვრება. სოფელს საზღვრიდან სულ რაღაც შვიდი კილომეტრი აშორებს.

უკრაინა უკვე ერთ კვირაზე მეტია აწარმოებს ოპერაციას კურსკის ოლქში და აცხადებს, რომ ტყვედ აიყვანა ასობით რუსი სამხედრო და დაიკავა 1000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი