ახალი ამბები

სენატორი შაჰინი: „მადლობელი ვარ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ერთგულებით ევროატლანტიკური მომავლისადმი “

9 აგვისტო, 2024 •
სენატორი შაჰინი: „მადლობელი ვარ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ერთგულებით ევროატლანტიკური მომავლისადმი “

აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფება, განცხადებას ავრცელებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

შაჰინი აღნიშნავს, რომ სასიამოვნო იყო ვიზიტის დაწყება პრეზიდენტთან შეხვედრით და ამატებს: „მადლობელი ვარ მისი ურყევი ერთგულებით ევროატლანტიკური მომავლისადმი – ამბიციის, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა იზიარებს“.

9 აგვისტოს სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ.

საელჩოს ცნობით, ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

მათივე ინფორმაციით, სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს.

„შეერთებული შტატები რჩება სრულად ჩართული და ერთგული საქართველოს ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი