ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი ვარაუდობს, რომ რუსეთ-საქართველოს შესაძლო დიპ.ურთიერთობები მათ არ ავნებს

6 აგვისტო, 2024 •
ცხინვალი ვარაუდობს, რომ რუსეთ-საქართველოს შესაძლო დიპ.ურთიერთობები მათ არ ავნებს

“რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო აღდგენა სამხრეთ ოსეთს ზიანს არ მოუტანს” – ამის შესახებ ცხინვალში პრესკონფერენციაზე დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ასხარ ჯიოევმა განაცხადა.

მისი თქმით, “რუს კოლეგებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა საქართველოს ინიციატივა იყო”.

“რუსეთი მუდამ ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მიმართ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი სამხრეთ ოსეთის ინტერესებს არ დააზიანებს. რუსი კოლეგები ჩვენს დამოუკიდებელ სახელმწიფოს აღიარებენ, ამიტომაც დარწმუნებული ვართ, რომ სამხრეთ ოსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული”.

როგორც ჯიოევი ამბობს, რუსეთის ფედერაცია მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარ გარანტად რჩება.

რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი