
„შიმშილობა დაიწყო სამმა ადამიანმა, ჩემი შვილის ზაზა ართმელაძის მეუღლემ და ზაზას და-ძმამ. ჩვენ ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართოს. ვითხოვთ დაისაჯოს ნამდვილი დამნაშავე, ის პირები, რომლებმაც ბავშვები ჩაკეტეს სასტუმრო ოთახში და მარტო დატოვეს“- ამბობს ბრალდებულის დედა თალიკო ართმელაძე.
ბრალდებულის ოჯახის წევრები ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ შიმშილობენ.