ახალი ამბები

პრეზიდენტის თქმით, ოპოზიციისთვის რთული, ან სულაც შეუძლებელი იქნება პრემიერზე შეთანხმება

5 აგვისტო, 2024 •
პრეზიდენტის თქმით, ოპოზიციისთვის რთული, ან სულაც შეუძლებელი იქნება პრემიერზე შეთანხმება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიებისთვის რთული, ან სულაც შეუძლებელი იქნება პრემიერ-მინისტრის ფიგურაზე შეთანხმება.

„დღეს წყდება ქვეყნის ბედი. ყველამ, არამარტო პრეზიდენტმა, უნდა დავთმოთ პირადი პოლიტიკური ამბიციები. ბევრჯერ მითქვამს – დღეს ვინც ფიქრობს, რომ იქნება პრემიერი, არ იქნება პრემიერი.

რეალურად, ყველამ ვიცით, რომ არსებული პოლიტიკური პარტიების შეთანხმება რომელიმე პრემიერზე – პოლიტიკოსზე, მე მგონი, რთული იქნება, თუ არა შეუძლებელი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიციური პარტიების მთავარი მიზანი უნდა იყოს მის მიერ შეთავაზებული „ქართული ქარტიის“ პუნქტების შესრულება.

მასალების გადაბეჭდვის წესი