ახალი ამბები

ანონსი: 22 ნოემბერი

21 ნოემბერი, 2015 • 1344
ანონსი: 22 ნოემბერი

11:00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია გამწვანების აქციაში მიიღებს მონაწილეობას. მისამართი: გლდანი, 1 მ/რ, ვ. ნანეიშვილის ქუჩა, #21-22 კორპუსების მიმდებარე ტერიტორია საკონტაქტო პირი: ნინი მთვარაძე – 598141151.

 

12:30 საათზე, საქართველოს ქალთა ავტოსპორტის ფედერაციის ორგანიზებით, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიძრება ესკორტით; მოძრავი ფართომაშტაბიანი საპროტესტო აქცია თბილისის ქუჩებში სლოგანით: “არა – ქალთა მიმართ ძალადობას.“ ტელეფონი: 591197519.

 

13:00 საათზე, ფედერაცია ხუთი წლისთავთან დაკავშირებით ვარდების მოედანზე იგივე სლოგანით შეჯიბრს გამართავს, რომელიც ქალებზე ძალადობის აღმოფხვრას მიეძღვნება. შეჯობრში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი ავტომოუყვარულს შეეძლება. ტელეფონი: 591197519.

 

14:00 საათზე, თბილისის მერიის მიერ განხორციელებული პროექტის – თბილისის ტურის ფარგლებში, ვარდების მოედნიდან დავით ტურაშვილის ტური – ”ფიროსმანის თბილისი” დაიწყება. ტური რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებს მოიცავს. მისამართი: ვარდების მოედანი. ველოსიპედის ძეგლთან საკონტაქტო პირი: ნუცა აბაშიძე – 599721010.


15:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის მხარდაჭერით, ვაჟთა და გოგონათა შორის მფრინავი დისკის საქართველოს ჩემპიონატის ფინალური მატჩები და გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდული კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები დაესწრებიან. მისამართი: ზემო პლატო სპორტული მოედანი ,,ედელვაისი“ 48-ე კორპუსის მიმდებარედ. საკონტაქტო პირი: თემურ კახიძე – 591102071.

22 ნოემბერი 

მასალების გადაბეჭდვის წესი