“სამწუხაროდ, Evolution Georgia-ას მენეჯმენტი აგრძელებს დანაშაულებრივ ქმედებებს და ამჯერად მანიპულაციური გზებით აორგანიზებს კომპანიის მენეჯმენტის მიმართ კეთილგანწყობილ დასაქმებულებს გაფიცულთა წინააღმდეგ, რომელთა დიდი ნაწილი გაფიცვის პერიოდში მუშაობდნენ გაფიცვის შესასუტებლად და პროტესტის დისკრედიტაციისთვის.ჩვენი ინფორმციით ევოლუშენ ჯორჯიას მენეჯმენტი ქმნის ეგრეთ წოდებულ “ზონდერ ჯგუფებს”, რომლებიც დაუპირისპირდებიან გაფიცულებს მათ შორის ფიზიკურად. რამაც საზოგადოებაში უნდა შექმნას განცდა, რომ გაფიცულ დასაქმებულებს დაუპირისპირდნენ სკუთარი კოლეგები. ევოლუშენ ჯორჯიას მენეჯმენტი პროტესტის შესაჩერებლად ყოველთვის ცდილობდა ახლგაზრდების დაპირისპირებას. ვიტოვებთ იმედს, რომ ევოლუშენ ჯორჯიას მენეჯმენტის ორგანიზებულ დანაშაულებრივ ქმედებებს ექნება შესაბამისი შეფასება. ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს და ამ პოსტით ინფორმაციას ვაწვდით საზოგადოებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
„ევოლუშენ ჯორჯია“ არის აზარტული თამაშების დისტანციური სერვისების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც საქართველოში 2017 წელს შემოვიდა. მხოლოდ საქართველოში კომპანიას 8000-მდე თანამშრომელი ჰყავს. თანამშრომელთა ნაწილმა დააფუძნა პროფესიული კავშირი „ევო-კავშირი“. აღნიშნული პროფკავშირის ინფორმაციით, გაფიცვას აპირებდა დასაქმებულთა ნახევარზე მეტი — 5000-მდე ადამიანი. გაფიცულთა მთავარი მოთხოვნა ღირსეული სამუშაო პირობებია.
12 ივლისიდან „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. გაფიცულებს, პირველ რიგში, ანაზღაურების ზრდა სურთ. გარდა ამისა, გაფიცვის მონაწილეები ითხოვენ მეტ დროს შესვენებისთვის, სამუშაო სივრცეში სანიტარული და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხო და კომფორტულ სამუშაო გარემოს, სამუშაო სივრცეში ჯანსაღი კვების უზრუნველყოფასა და საკვებ ვაუჩერებს, სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას, დისკრიმინაციისა და ღირსების შემლახველი დამოკიდებულებებისგან თავისუფალ გარემოს.
ამ უკანასკნელზე საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა სქრინები, სავარაუდოდ, “ევოლუშენ ჯორჯიას” მენეჯმენტის საერთო ჩატიდან, სადაც ისინი თანამშრომლებს შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიებენ და დასცინიან.