ახალი ამბები

მოსკოვი: მზად ვართ, შემდეგშიც ვიმუშაოთ ვიზების ლიბერალიზაციაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის

20 ნოემბერი, 2015 • • 1072
მოსკოვი: მზად ვართ, შემდეგშიც ვიმუშაოთ ვიზების ლიბერალიზაციაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დიალოგი შეეხო კონკრეტულ საკითხებს, რომელთა ნორმალიზება შესაძლებელია იმ დროს, როცა არ არსებობს საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური კავშირი. ეს საკითხებია – ეკონომიკა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ჰუმანიტარული თანამშრომლობა.

 

“არასასურველი მაკროეკონომიკური კონიუნქტურის მიუხედავად, სავაჭრო ურთიერთბრუნვა მცირედით შემცირდა, რაშიც პოზიტიური როლი შეასრულა საქართველოს პრაგმატულმა განწყობამ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით და რუსეთის მხრიდან დამცავი ზომების მიუღებლობამ იმის გამო, რომ საქართველომ ასოცირების ხელშეკრულება გააფოემა ევროკავშირთან.

 

მხარეები მიესალმნენ ივლისში გამართულ წარმატებულ მოლაპარაკებებს ორი ქვეყნის სატრანსპორტო უწყებებს შორის რუსეთსა და საქართველოს შორის სატრანსპორტო კავშირის გაფართოების შესახებ. მოლაპარაკებების შედეგად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დამატებები შევიდეს ქართველი მძღოლებისთვის ვიზების გაფორმების მოქმედ წესში.

 

აღინიშნა დინამიკური ზრდა სატვირთო და სამგზავრო საავტომობილო გადაზიდვების კუთხით, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ტრანსსასაზღვრო კავშირის ნორმალიზება მოხერხდება, რადგან მიღებული იქნა ორივე მხარის შესაბამისი პროფილის უწყებების მიერ გადაწყვეტილება, რომ მუშაობის სადღეღამისო რეჟიმზე გადავიდეს გამშვები პუნქტი – “ზემო ლარსი”-“ყაზბეგი”. გაიცვალა აზრები, რომ შესაძლოა ამ სფეროში არსებული პრობლემების სიმწვავის შემცირება,” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

ამავე განცხადების მიხედვით, რუსულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ შემდეგშიც იმუშაოს ვიზების ლიბერალიზაციის რეჟიმზე საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჩადიან რუსეთში.

 

“პრინციპული პოლიტიკური პრობლემებისადმი განსხვავებული მიდგომების მიუხედავად, პრაღის შეხვედრების საქმიანი ატმოსფერო საშუალებას იძლევა, წარმატებით და ურთიერთსარფიანად გადაწყდეს პრაქტიკული საკითხები ორმხრივ ურთიერთობაში.

 

მხარეებმა კვალავაც დაადასტურეს ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობა, როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორისა უსაფრთხოებისა და სტაბილურის უზრუნველყოფისთვის სამხრეთ კავკასიაში,” – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში

 

აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

აბაშიძე-კარასინის შეხვედრა
აბაშიძე-კარასინის შეხვედრა

მასალების გადაბეჭდვის წესი