ახალი ამბები

ურთიერთობების დიფერენციაცია და სხვა გზავნილები ევროპის ახალი სამეზობლო პოლიტიკის დოკუმენტიდან

18 ნოემბერი, 2015 • • 1570
ურთიერთობების დიფერენციაცია და სხვა გზავნილები ევროპის ახალი სამეზობლო პოლიტიკის დოკუმენტიდან

მათი განცხადებით, კომუნიკაციაში ასახულია ევროკავშირის ახლებური მიდგომა აღმოსავლეთით და სამხრეთით მდებარე მეზობლების მიმართ. ევროპის სამეზობლო პოლიტიკისადმი ახლებური მიდგომა არის შედეგი ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, პარტნიორ ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სოციალურ პარტნიორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და აკადემიასთან ფართო კონსულტაციების. გთავაზობთ რამდენიმე მესიჯს დოკუმენტიდან:

“ევროპის სამეზობლო პოლიტიკა” (ENP) მანდატში თავის მთავარ პოლიტიკურ პრიორიტეტად სტაბილიზაციის საკითხს აქცევს.

ევროკავშირის სამეზობლოს სტაბილიზაციასა და პარტნიორობის გაძლიერებაში ეკონომიკური და სოციალური განვითარება უნდა იყოს ცენტრში.

დიფერენციაცია და უფრო დიდი საერთო მფლობელობა იქნება გასაღები ახალი ENP-ისათვის.

 



დიფერენციაცია ნიშნავს, რომ ჩვენ თავს დავაღწევთ “ერთი ზომა ერგება ყველას” დამოკიდებულებას და დავამყარებთ ისეთ პარტნიორულ ურთიერთობებს, რომელიც მორგებული  იქნება თითოეულ ჩვენს მეზობელზე, რათა ასახონ  თავიანთი განსხვავებული ამბიციები და ინტერესები.

 



სადაც პარტნიორების სურვილები იქნება ევროკავშირთან უფრო ღრმა ურთიერთობის დამყარების საერთო ღირებულებების საფუძველზე, მუშაობა გაღრმავდება უკვე არსებულ ბაზისზე.

ევროკავშირის შემოთავაზებაა, რომ პარტნიორებთან ახალ ფაზაზე ურთიერთობა 2016 წელს დაიწყოს. საუბარია სამომავლო პარტნიორობის ბუნებასა და ფოკუსზე. მოლოდინია, რომ ურთიერთობების განსხვავებული მოდელები წამოტივტივდება, რაც საშუალებას მისცემს ყველა მხარის უფრო დიდ ჩართულობას.

 


ასევე ახალი ფოკუსები იქნება დასმული ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პარტნიორი ქვეყნების მუშაობა უშიშროების განხრით, განსაკუთრებით კი ისეთ საკითხებში, რომლებიც კონფლიქტის პრევენციის, კონტრ-ტერორიზმისა და ანტი-რადიკალისტურ თემებს ეხება.

 



ახალი ENP ისწრაფვის იმისათვის, რომ იმუშაოს კონფლიქტის პრევენციის საკითხებზე დროული გაფრთხილებებით, დროული ღონისძიებების შემუშავებისა და ამ კუთხით პარტნიორების უნარიანობის გაზრდის გაერთიანებით.


საგარეო კონფლიქტებისა და კრიზისების ყოვლისმომცველი მიდგომა შეესაბამება ევროკავშირის ხაზს. ყველა ხელმისაწვდომი საშუალება იქნება გამოყენებული, მათ შორის, სადაც საჭირო გახდება, CSDP-ის მისიები და ოპერაციები ან ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლები – სამეზობლოში არსებული კრიზისების მართვასა და გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარების მხარდაჭერისათვის.

 



ერთი მხრივ, უსაფთხო და ლეგალური მობილურობა და მეორე მხრივ, უკანონო მიგრაციასთან, ადამიანების ტრეფიკინგსა და კონტრაბანდასთან ბრძოლა წარმოადგენს სამომავლო პრიორიტეტულ საკითხებს.

უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა პარტნიორებთან მუშაობას ენერგეტიკული უსაფრთხოებასა და კლიმატის საკითხებთან დაკავშირებით.

ახალი ENP წარმოადგენს რამდენიმე ახალ სამუშაო მეთოდს, მათ შორის ქვეყნების შესახებ ყოველწლიური, ტრადიციული ამგარიშების პაკეტის გაუქმებას. ანგარიშის მომზადება თითოეული ურთიერთობის ბუნებასა და სამუშაო კალენდარზე უფრო კარგად იქნება მორგებული.



ახალი ENP ეცდება ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსი უფრო მოქნილი მანერით გაანაწილოს, ამ გზით ევროკავშირს შეეძლება უფრო სწრაფად იმოქმედოს ახალ გამოწვევებზე სამეზობლოში.

 


ინვესტირების და ვაჭრობის საქმიანობის შესაძლებლობების გაზრდისათვის ევროკავშირი გაზრდის ენერგეტიკის ბაზრის ინტეგრაციას საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ენერგეტიკული თანამეგობრობის საშუალებით.

 


სადაც პარტნიორების სურვილები იქნება ევროკავშირთან უფრო ღრმა ურთიერთობის დამყარების საერთო ღირებულებების საფუძველზე, მუშაობა გაღრმავდება უკვე არსებულ ბაზისზე. საქართველომ, მოლდოვას რესპუბლიკამ და უკრაინამ ევროკავშირთან ახალი თაობის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში პოლიტიკური ასოციაციისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გზა აირჩია.

მასალების გადაბეჭდვის წესი