ახალი ამბები

“ლუკას ფლი მარკეტი” – სტუდენტური ქველმოქმედება

18 ნოემბერი, 2015 • • 2256
“ლუკას ფლი მარკეტი” – სტუდენტური ქველმოქმედება

აქციის მონაწილეებს ბაზრობაზე სხვადასხვა ნივთის, წიგნის, ტანსაცმლის, აქსესუარის ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობა ჰქონდათ.

“უნივერსიტეტში ყველამ იცის, რომ ჩვენს ერთ-ერთ კურსელს ლუკა დავიანტის აღმოაჩნდა ტვინის სიმსივნე და ამიტომ სტუდენტებმა გადავწყვიტეთ, რომ რაღაც ფორმით მაინც შეგვეტანა ჩვენი წილი ამ ადამიანის გამოჯანმრთელებაში. შეიძლება ეს წვლილი ძალიან დიდი არ იყოს, მაგრამ ამ დროს უმოქმედოდ ყოფნა ძალიან ცუდია. სამწუხაროდ, იმ თანხის ნახევარიც კი არ შეგროვილა, რომელიც მას სჭირდება მკურნალობისათვის,” – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნატა ჯალაღონიამ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტის, ლუკა დავინატის დაუდგინდა თავის ტვინის სიმსივნე. მას უკვე გაუკეთდა ოპერაცია და ესაჭიროება საზღვარგარეთ სარეაბილიტაციო კურსის გავლა, რომელიც 50 000-დან 56 000 ამერიკულ დოლარამდე ჯდება.

სტუდენტების საქველმოქმედო ბაზრობის პარალელურად, ლუკას დასახმარებლად არაერთი ღონისძიება გაიმართა. დღევანდელ ბაზრობაზე 2000 ლარზე მეტი შეგროვდა.

2472 ლარი შევაგროვეთ დღეს, ყველამ ერთად! Bacho Adamia-ს უმაგრესი იდეა, უმაგრესად განხორციელდა. გაგრძელება იქნება… ვადევნოთ თვალი ამ ჯგუფს, მეგობრებო.

Posted by Nanuka Meshvelashvili on Wednesday, November 18, 2015

საქველმოქმედო აქციები ლუკას დასახმარევლად თსუ-ში მომავალშიც გაიმართება.

ლუკას ფლი მარკეტი, ფოტო: ანა გვარიშვილი/ნეტგაზეთი, 18.11.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი