აფეთქებები “სტად დე ფრანსის” ერთ-ერთ შესასვლელთან მაშინ მოხდა, როდესაც სტადიონზე საფრანგეთსა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის საფეხბურთო მატჩი იმართებოდა. ასევე, ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში, სადაც სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ ამ დროისათვის 80-ს მიაღწია. მოგვიანებით თავდამსხმელები შეიჭრნენ პარიზის კიდევ რამდენიმე ბარსა და რესტორანში.
ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში თავდამსხმელებმა მძევლების აყვანაც შეძლეს. პოლიციამ დარბაზში ჩატარბეული სპეც-ოპერაციისას 8 ტერორისტი მოკლა, თუმცა საფრანგეთის პროკურატურის ცნობით, შესაძლოა დამნაშავეები ახლაც თავისუფალნი იყვნენ და ქალაქში გადაადგილდებოდნენ. 7-მა თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავი დანაღმული ქამრებით აიფეთქეს.
ამ დროისათვის დაჭრილთა რაოდენობა 200-ს აჭარბებს. მათ შორის 80 ადამიანი კრიტიკულ მდგომაროებაშია.
ტერორისტულ აქტებზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას ამ დრომდე არ აუღია. თვითმხილველთა მონაყოლის საფუძველზე ფრანგული პოლიცია დარწმუნებულია, რომ მომხდარში დამნაშავე ჯიჰადისტები არიან. პარიზში ფრანგული ჯარის დანაყოფებიდან 1500 ჯარისკაცია მობილიზებული.

პირველი აფეთქება სტადიონზე გაისმა, იმ დროისათვის მოედანზე 80 000-მდე ადამიანი იმყოფებოდა, აღსანიშნავია, რომ თამაშს საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრებოდნენ. თამაშის დასრულების შემდეგ მაყურებლებისათვის ცნობილი გახდა ქალაქში განვითარებული მოვლენების შესახებ, რამაც სტადიონზე პანიკა გამოიწვია.
ოლანდი მოგვიანებით თავადაც მივიდა საკონცერტო დარბაზთან სიტუაციის პირადად გასაცნობად. მისი განცხადებით, საფრანგეთი გააგრძელებს უფრო მკაცრი ფორმით ტერორიზმთან ბრძოლას.
მომხდარს უკვე გამოეხმაურნენ მსოფლიო ლიდერები. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ტერორისტულ აქტს მოქალაქებიის დატერორების საშინელი მცდელობა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული უწოდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი კი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს საფრანგეთის დასახმარებლად.
გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრეს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, გაეროს გენერალუმა მდივანმა ბან კი მუნმა. ოფიციალურმა ვატიკანმა ასევე დაგმო მომხდარი.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი კი COBRA-ს შეხვედრას მართავს, რომელიც ბრიტანეთის სახელმწიფოს სპეციალური კომიტეტია და გადაუდებელი საჭიროების საკითხებს განიხილავს.
I will be chairing a meeting of COBRA this morning following the horrifying and sickening terror attacks in Paris.
— David Cameron (@David_Cameron) November 14, 2015
ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანმა საფრანგეთსა და იტალიაში დაგეგმილი ვიზიტი გადადო. პრეზიდენტის განცხადებით, ირანს თავადაც ბევრი მსხვერპლი ჰყავს ტერორიზმის გამო და ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს.
საფრანგეთის დასახმარებლად მზადყოფნა უკვე გამოთქვეს ჩინეთის, იაპონიის, კანადის, თურქეთის პრემიერ-მინისტრებმა.