ახალი ამბები

შსს: ოთხმა კაცმა ქალი გაიტაცა და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა

13 ნოემბერი, 2015 • • 1125
შსს: ოთხმა კაცმა ქალი გაიტაცა და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა

შსს-ს ცნობით, დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი 26 წლის თემურ ხ, 27 წლის რეზო ხ,34 წლის ვაჟა ხ. და 34 წლის მანუჩარ თ.

 

გამოძიების ინფორმაციით, 11 ნოემბერს თემურ ხ-მ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ერთ-ერთ დასახლებაში მცხოვრები, 1981 წელს დაბადებული ანეტა გ.  სამსახურიდან იარაღის მუქარით, იძულებით გამოიყვანა, რის შემდეგაც თანამზრახველებთან ერთად მას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

 

ბრალდებულებმა რეზო ხ-ს კუთვნილი ავტომანქანით ანეტა გ. ოზურგეთში ერთ-ერთი ნაცნობის სახლში წაიყვანეს, სადაც მას თავისუფლად გადაადგილების საშუალებას რამდენიმე საათის განმავლობაში არ აძლევდნენ, აცხადებს პოლიცია.

სამართალდამცველების ცნობით, ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში ოზურგეთში დააკავეს, თემურ ხ-ს და რეზო ხ-ს პირადი ჩხრეკისას ორი ცეცხლსასროლი იარაღი, 11 ვაზნა და 2 მჭიდი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, ხოლო თემურ ხ-ს და რეზო ხ-ს მიმართ ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის 2-ე და 3 ნაწილებით).

შსს-ს ცნობით, ოთხმა კაცმა ერთი ქალი გაიტაცა
შსს-ს ცნობით, ოთხმა კაცმა ერთი ქალი გაიტაცა

მასალების გადაბეჭდვის წესი