ახალი ამბები

პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

19 ივლისი, 2024 •
პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ამნისტიის საბოლოოდ მიღებას „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ, საშემოდგომო სესიაზე გეგმავს.

პროექტით, ამნისტია შეეხება 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებს, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამოცდაათამდე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებს. გარდა ამისა, 1/6-ით შემცირდება სასჯელის ზომა დაახლოებით 225 მუხლის შემთხვევაში.

ამნისტია არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ამნისტიის პროექტი „დაბალანსებულია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი