ახალი ამბები

პარლამენტი ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას არ დაელოდება

11 ოქტომბერი, 2010 • • 1055
პარლამენტი ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას არ დაელოდება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი პავლე კუბლაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებიბის კანონპროექტის შესახებ, ვენეციის კომისიის პოზიციებიდან გამომდინარე, პარლამენტის მხრიდან თითქმის ყველა საკითხზე  რეაგირება უკვე იყო, ამიტომ დამატებით პროცედურებზე დალოდებას კუბლაშვილის საჭიროდ არ მიიჩნევს.

,,ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც, ცფაქტობრივად, ახლახანს გამოქვეყნდა (8 ოქტომბერს), საბოლოოა. ამიტომ ჩვენ, რეალურად, ყველა ის შენიშვნა ვიცით, რაც ვენეციის კომისიას კონსტიტუციასთან დაკავშირებით აქვს. აქედან გამომდინარე, რაიმე დამატებით პროცედურებზე დალოდება აღარ მოხდება’’.

ვენეციის კომისიამ საბოლოო, მესამე დასკვნის მონახაზი (დრაფტი) 8 ოქტომბერს გამოაქვეყნა. მონახაზის მიხედვით, ვენეციის კომისია  საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, გაითვალისწინოს კომისიის საბოლოო დასკვნა, რომელიც 15 ოქტომბერს უნდა გამოქვეყნდეს.

კუბლაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ექსპერტები ამზადებენ. მომზადებული რეკომედაციები კომისიას დასამტკიცებლად გადაეცემა. კუბლაშვილის თქმით, კომისიაზე ექსპერტების მიერ წარდგენილი დასკვნები, როგორც წესი, ცვლილებების გარეშე მტკიცდება. ამიტომ 8 ოქტომბერს გამოქვეყნებულ მონახაზს კუბლაშვილი ვენეციის კომისიის საბოლოო რეკომენდაციად განიხილავს.

კუბლაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის მესამე საპარლამენტო მოსმენა ხვალ გაიმართება.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი