საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილებით, ​გენერალური პროკურორის კანდიდატად პარლამენტს გიორგი გაბიტაშვილი წარედგინება.

გიორგი გაბიტაშვილი გენერალური პროკურორის მოქმედი მოადგილეა.

გენერალური პროკურორობის კანდიდატის შესარჩევად საპროკურორო საბჭომ კენჭისყრა დღეს, 11 ივლისს, ჩაატარა.

საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე კენჭი ეყარა სამ კანდიდატს: გიორგი გაბიტაშვილს, დარეჯან ბუცხრიკიძეს და ვიქტორ ახალბედაშვილს. ბუცხრიკიძის და ახალბედაშვილის კანდიდატურას მხარი არავინ დაუჭირა, ხოლო გაბიტაშვილმა 11 ხმა მიიღო.

კენჭისყრის შედეგები

  • 2013 წლის 13 ივნისიდან დღემდე გიორგი გაბიტაშვილი საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტს იკავებდა.
  • გიორგი გაბიტაშვილმა მუშაობა დაიწყო 2007 წელს საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების პროგრამით. სტაჟირების დასრულების შემდეგ დაინიშნა პროკურორად შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში.
  • 2009 წელს გიორგი გაბიტაშვილი დააწინაურეს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსად, სადაც საქმიანობდა 2013 წლამდე.
  • 2013 წლის 14 იანვრიდან გიორგი გაბიტაშვილმა პროფესიული საქმიანობა გააგრძელა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.