ახალი ამბები

სამი ახალი მინისტრი მთავრობაში – კობახიძემ ახალი კაბინეტი წარადგინა

25 ნოემბერი, 2024 •
სამი ახალი მინისტრი მთავრობაში – კობახიძემ ახალი კაბინეტი წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ახალი სამთავრობო კაბინეტი წარადგინა. ცვლილება სამ სამინისტროშია:

  • საგარეო საქმეთა სამინისტრო – მაკა ბოჭორიშვილი ილია დარჩიაშვილის ნაცვლად;
  • იუსტიციის მინისტრი – ანრი ოხანაშვილი რატი ბრეგაძის ნაცვლად;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით სონღულაშვილი ოთარ შამუგიას ნაცვლად.

კობახიძის თქმით, მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტს დღეს, 25 ნოემბერს წარედგინება. მათ მხარი 76-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს, რისი საშუალებაც “ქართულ ოცნებას” აქვს.

ბოჭორიშვილიც, ოხანაშვილიც და სონღულაშვილიც ჯერ კიდევ მოქმედი დეპუტატები არიან. პარლამენტში მუშაობისას რუსულ კანონს სამივე მათგანმა დაუჭირა მხარი.

პარლამენტის პირველი სხდომა, რომლის ლეგიტიმურობასაც არც ოპოზიცია, არც პრეზიდენტი და არც სამოქალაქო სექტორი არ აღიარებს, პროტესტის ფონზე იხსნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი