ახალი ამბები

​საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი შეარჩია

10 ივლისი, 2024 •
​საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი შეარჩია

​საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი შეარჩია.

შერჩეული კანდიდატები არიან: გიორგი გაბიტაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და ვიქტორ ახალბედაშვილი.

გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად საპროკურორო საბჭომ კენჭისყრა დღეს, 10 ივლისს, ჩაატარა.

გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა კენჭისყრის შედეგები შემდეგია:

  • ვიქტორ ახალბედაშვილი – 9 ხმა
  • დავით ბარბაქაძე – 1 ხმა
  • ლალი ბუნტური – 0 ხმა
  • დარეჯან ბუცხრიკიძე – 10 ხმა
  • გიორგი გაბიტაშვილი – 11 ხმა
  • ალექსანდრე კობაიძე – 0 ხმა​
  • ანდრონიკ სარიბეკოვი – 1 ხმა

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს  ხვალ, 11 ივლისს, 11:00 საათზე, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.

კენჭისყრის პროცესი საპროკურორო საბჭოს ფეისბუქ-გვერდზე ,,ლაივ სტრიმით“ გადაიცემა.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი შოთაძემ მაისში თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი