ახალი ამბები

მიშველაძის თქმით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პოლიტიკური ტოკ-შოუს წაყვანა შესთავაზა

5 ნოემბერი, 2015 •
მიშველაძის თქმით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პოლიტიკური ტოკ-შოუს წაყვანა შესთავაზა

მიშველაძის თქმით, მას ჯერ საუბარი გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი გვიმრაძესა და სერგი გვარჯალაძესთან, ხოლო შემდეგ მაუწყებლის ხელმძღვანელ გიორგი ბარათაშვილთან ჰქონდა. მიშველაძის თქმით, გადაცემა სავარაუდოდ იანვრიდან დაიწყება. ჟურნალისტის თქმით, იგი მოხარულია, რომ მაუწყებელი თავისი სტანდარტების ერთგული დარჩა.


რაც შეეხება ინტერესთა კონფლიქტის თემას, რომელიც მიშველაძის კონტექსტში მას შემდეგ გახმიანდა, რაც ჟურნალისტმა პოლიტიკოს ალექსი პეტრიაშვილთან იქორწინა, წამყვანის თქმით, ზემოხსენებულ შეხვედრებზე მას უთხრეს, რომ ეს ბასა ჯანიკაშვილის პირადი აზრი იყო.


“თუ არ ვცდები, გვიმრაძემ მითხრა ეს”, – ამბობს მიშველაძე.


მიშველაძის თქმით, იგი მის საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანად მუშაობასა და პეტრიაშვილთან ქორწინებაში ინტერესთა კონფლიქტს ვერ ხედავს, რადგან მიაჩია, რომ ჟურნალისტის საქმიანობას მისი პროფესიონალიზმი განსაზღვრავს და არა მისი ოჯახური კავშირები. თუმცა მიშველაძის თქმით, არსებობს იმის საშუალება, რომ ანალიტიკური გადაცემა თუნდაც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებზე პოლიტიკოსების მონაწილოების გარეშეც შედგეს და ის სწორედ ამ მიმართულებაზე იფოქრბს.


მასალების გადაბეჭდვის წესი